რუსეთმა კიევის ოლქში მდებარე საწყობი დრონებით დაბომბა – ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს Telegram-არხები ავრცელებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ბორისპოლის რაიონში ახლად აშენებული საწყობი იწვის. მათივე ცნობით, მოცემულ ადგილას არსებული წინა საწყობი რამდენიმე წლის წინ განხორციელებული იერიშის შედეგად უკვე განადგურდა. ამ დროისთვის ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.

