“ის, რაც 18 წლის წინ მოხდა, ჩვენმა ქვეყნებმა, ჩვენმა ხალხებმა ერთად განახორციელეს, პირდაპირ გვერდიგვერდ, მხარდამხარ. ეს მოვლენები უმიზეზოდ არ მომხდარა და სამხრეთ ოსეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ გაგრძელებულა მხოლოდ ხუთ გმირულ დღეს, ის ორ ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა. ამ თავისუფლებისთვის, ამ დამოუკიდებლობისთვის დაიღვარა სამხრეთ ოსეთის გმირებისა და რუსი გმირების სისხლი“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე.

