აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სამხრეთ კორეამ პოლონეთში საბრძოლო ტანკები გაგზავნა, რომელიც რუსეთის საზღვართან განლაგდება

სამხრეთ კორეამ პოლონეთში საბრძოლო ტანკები გაგზავნა, რომელიც რუსეთის საზღვართან განლაგდება – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტანკების პარტიის მიწოდება პოლონეთსა და სამხრეთ კორეას შორის 2025 წლის 1 აგვისტოს ხელმოწერილი კონტრაქტის შედეგია. კერძოდ, ქვეყნები შეთანხმდნენ 180 სამხედრო მანქანის, მათ შორის 64 ტანკის მიწოდებაზე, რომლებიც ნაწილობრივ პოლონური კომპონენტებისგან არის აწყობილი.

ამჯერად სამხრეთ კორეამ პოლონეთში 28 ერთეული ტანკი გაგზავნა.

იტვირთბა....