აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სლოვენიის მმართველი პარტია მთავრობას მოუწოდებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, შეუწყვიტოს სადაზვერვო და უსაფრთხოების ანგარიშების მიწოდება

სლოვენიის მმართველი პარტია მთავრობას მოუწოდებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, შეუწყვიტოს სადაზვერვო და უსაფრთხოების ანგარიშების მიწოდება. დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ნატაშა პირც-მუსარი შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსულ ჯაშუშურ ქსელთან.

ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ივლისის ბოლოს სლოვენიის პრეზიდენტი სამსახურებრივი მანქანით ავარიაში მოყვა. მანქანაში ის მეგობართან, რუსული წარმოშობის სლოვენიის მოქალაქე, ვიქტორია კრივოლუცკასთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კრივოლუცკას წარსულში პირადი ურთიერთობები ჰქონდა რომან იეგლიჩთან – სლოვენიის დაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთში გაიქცა. კრივოლუცკამ დაადასტურა, რომან იეგლიჩთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, თუმცა აცხადებს, რომ მასთან კონტაქტი 15 წლის წინ გაწყვიტა.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი რუსულ სადაზვერვო ქსელებთან თანამშრომლობს“, | ნათქვამია სლოვენიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იტვირთბა....