აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს.
ტრამპს მოსალოდნელი ვიზიტის დეტალებზე არაფერი უთქვამს.
„მისი არსენალი 57 ძალზედ მძლავრ ბირთვულ იარაღს ითვლის“, – განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე საუბრისას. – „ეს არასდროს არ უნდა დაეშვათ, მათ ეს არ უნდა დაეშვათ – მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ამას არასდროს დავუშვებდი“.
„მე და კიმ ჩენ ინს ძალზედ კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა მან. – „მის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. ვიდრე [ჩვენს] ქვეყანას გონიერი პრეზიდენტი მართავს, მასთან ყველაფერი წესრიგში იქნება“.

