აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთში საწვავის კრიზისი მწვავდება – ბენზინი მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურების 28%-ზეა ხელმისაწვდომი

ბოლო დღეებში რუსი მძღოლები საწვავის კრიზისის მეორე ტალღას წააწყდნენ. ბენზინი ბენზინგასამართი სადგურების მხოლოდ 28%-ში არის ხელმისაწვდომი. ინფორმაციას „იზვესტია“ მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით.

კერძოდ, 16 აგვისტოს მონაცემებით, საწვავი ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართი სადგურების მხოლოდ 28.1%-ში იყო ხელმისაწვდომი. ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა.

აპლიკაცია “ГдеБЕНЗ”-ის თანახმად, ბენზინისა და დიზელის ხელმისაწვდომობა ვოლგოგრადის, ჩელიაბინსკის, ორენბურგის, ვორონეჟის, სამარას, პენზას, სარატოვის, ლიპეცკის, როსტოვის ოლქებსა და თათრეთში შემცირდა.

ამასთან, ბოლო დღეებში რამდენიმე რეგიონში საწვავის დეფიციტისა და რიგების ახალი ტალღა შეინიშნება. მაგალითად, მოსკოვში ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე პერიოდულად, თითქმის, ყველა სახის ბენზინი იწურება. მაგალითად, 17 აგვისტოს „იზვესტიას“ კორესპონდენტებმა მოსკოვსა და მიმდებარე რეგიონში 21 სადგური მოინახულეს. აქედან 92-ოქტანური ბენზინი შვიდ ბენზინგასამართ სადგურზე, 95-ოქტანური ბენზინი ექვს ბენზინგასამართ სადგურზე, ხოლო 98-ოქტანური ბენზინი მხოლოდ ხუთზე იყო ხელმისაწვდომი. დიზელის საწვავიც კი ყველგან არ არის.

რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებზე რიგების პირველი ტალღა მაისის ბოლოს დაიწყო და, დაახლოებით, თვენახევარი გაგრძელდა.

სიტუაციაზე კვლავ გავლენას ახდენს დაბომბვების შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაუგეგმავი რემონტი და ლოგისტიკის პრობლემები: ბენზინის წარმოების მიუხედავად, ზოგიერთ რეგიონში მისი მიწოდება რთულია. მითუმეტეს, აგვისტო ტრადიციულად შიდა ბაზარზე პიკური მოთხოვნით ხასიათდება.

იტვირთბა....