1953 წლის სახელმწიფო გადატრიალება იყო აშშ-სა და ბრიტანეთის პირდაპირი ჩარევა ირანელი ერის თვითგამორკვევის უფლებაში, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ 1953 წლის მოვლენების წლისთავზე განაცხადა.
მისი თქმით, ირანი დღეს ზეწოლის ქვეშ უკან არ იხევს.
„ერის ბედში უცხო ქვეყნის ჩარევა, რა სახელითაც არ უნდა იყოს ეს, კოლონიალიზმი და ხალხის სუვერენიტეტის უფლების წინააღმდეგ აგრესიაა. თაობები გადის, მაგრამ ერთი სიმართლე არ იცვლება: ქვეყანა, რომელიც თავის ბედს უცხოელებს გადასცემს, მძიმე ფასს გადაიხდის. მაგრამ დღეს ირანი თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს. ჩვენი ერი ზეწოლის ქვეშ უკან არ იხევს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ.

