” ტვ პირველის” ინფორმაციით, ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელს ხვალ წარადგენენ – როგორც წყარომ მათ განუმარტა, ბექა ჩხიკვიშვილმა, რომელიც ერთადერთი შემორჩენილი კადრია პაატა კუნჭულიას გარემოცვიდან, მის მოადგილედ დანიშვნას ხელი უკვე მოაწერა და თავად წასვლის განცხადება დაწერა.
ბექა ჩხიკვიშვილი ამ დრომდე ოზურგეთის მერის მოვალეობას ასრულებს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ოზურგეთის მერის მოვალეობას არჩევნებამდე გია ანთაძე შეასრულებს, რომელიც ამ დრომდე თეთრიწყაროს ვიცე მერი იყო. ანთაძე თეთრიწყაროში წასვლამდე ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსი იყო და მერობის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ არჩევამი კუნჭულიაზე გაკეთდა.
ამის პარალელურად, “ტვ პირველისთვის” ასევე ცნობილი ხდება, რომ გადადგომების სერია იწყება საკრებულოში, საიდანაც კუნჭულიას კადრები მიდიან.
ასევე ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზეც, რომ უკვე თანამდებობა დატოვა მერიის მაჟორიტარმა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ტატა ბარამიძემ.

