კოლიციამ „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც „ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას“ ასაჩივრებენ.
როგორც „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, „რეჟიმი ცდილობს, რომ მოქალაქეებს შეუზღუდოს და წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.
„ჩვენი კოალიცია იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე იქ, სადაც რეჟიმს არ ჰქონდა საარჩევნო მანიპულაციების, „კარუსელის“ დატრიალების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველთა დაშინება-ზეწოლის საშუალება, „ქართული ოცნება“ 13 პროცენტით იყო წარმოდგენილი. მათ განიცადეს სრული კრახი და დამარცხდნენ. განაგრძე კითხვა

