აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი – Reuters

ინდონეზიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან დღეს დილით 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ათობით შემდგომი ბიძგი (აფტერშოკი) მოჰყვა.

Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი. მათი ცხედრები ქალაქ მაუმერეს საპორტო ზოლთან მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს. არიან დაშავებულებიც.

ინდონეზიის სამაშველო სამსახურის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ, რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა 1 მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, თუმცა რამდენიმე საათში გააუქმა

იტვირთბა....