აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩრდ. კორეამ, შესაძლოა, რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის კიდევ 50 000 ჯარისკაცი გაგზავნოს

ჩრდ. კორეამ, შესაძლოა, რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის კიდევ 50 000 ჯარისკაცი გაგზავნოს – ინფორმაციას “Deutsche Welle” ავრცელებს და წერს, რომ ფხენიანი მოსკოვთან თანამშრომლობის წინა ფაზასთან შედარებით გაცილებით დიდ გაძლიერებულ ძალებს ამზადებს. მანამდე ჩრდილოეთ კორეამ კურსკის რეგიონში დაახლოებით 14 000-15 000 ჯარისკაცი გაგზავნა.

მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჯარები, შესაძლოა, კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში გაიგზავნოს. ისინი იქ ფრონტის ხაზს დაიცავენ, რათა რუსული ჯარები უკრაინაში გადაიყვანონ. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკას შეუძლია რუსეთში გაგზავნოს ინჟინრები, მშენებლები და ქალი სამედიცინო მუშაკები.

იტვირთბა....