აქტუალური თემა ახალი ამბები ციტატა

„არანაირი ინფორმაცია მაგათ არ აქვთ. 3 000 ტონას თქვენ მეხუმრებით? ერთი ტანკერის რაოდენობაა” – ვახტანგ იობაშვილი

ნავთობიმპორტიორთა კავშირის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას უარყოფენ – მის შესახებ TV პირველს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა უთხრა

„არანაირი ინფორმაცია მაგათ არ აქვთ. 3 000 ტონას თქვენ მეხუმრებით? ერთი ტანკერის რაოდენობაა. მდინარეზე გადატანილს ეგ არ ჰგავს. ეს უნდა გადასულიყო ოფიციალურად, ძალიან დიდი მანქანებით. უარყოფს ყველა და არც ველოდი სხვა პასუხებს” – თქვა მან.

„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“ – თქვა გუშინ კობახიძემ და დაადასტურა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა. დღეს კი ოცნების წევრმა რატი იონათამიშვილმა დაწერა, რომ „ეს იყო 3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა“

იტვირთბა....