უკრაინამ რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ჩიშმის რაიონში, Wildberries-ის საწყობი დაბომბა – ამის ამსახველი კადრები და ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება. მანამდე ცნობილი გახდა ისიც, რომ თავდასხმა განხორციელდა ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზეც, რომელიც, არსებული ინფორმაციით, “გაზპრომის” საკუთრებაა.

