ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ წევრმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვეენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე.
კითხვაზე, კონკრეტულად ვინ აკეთებს ამ ტიპის განცხადებას და ვინ ითხოვს საქართველოდან აღნიშნულს, მეჭიაურის მტკიცებით, ”ამას ამბობს ყველა”.
”ამას ამბობს ყველა, იმიტომ რომ ყველა გაურბის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ყველა ქვეყანა, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ნატო-ში, ამას ამბობს. თუ ჩვენ მოვითხოვთ ნატოსგან, დაგვიბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაშინ მან უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადოს რუსეთს. მითხარით, რომელიც ქვეყანაა დღეს მზად ამისთვის?” – აღნიშნა მეჭიაურმა.
იტვირთბა....