გორში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
2030,.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ კარალეთში დისლოცირებულ შს სამინისტროს ნაწილში მსახურობდა.
წინასწარი ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარის შესაძლო მიზეზებზე არ საუბრობენ.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც თვითმკვლელობამდე მყვანას გულისხმობს.