ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ფორუმელი“ სულხან წულაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სულხან წულაძე, მეტსახელად ”სპლიყვი”, რომელიც თბილისის ფორუმზე, მისი თქმით, სახუმარო პოსტის გამო დაიჭირეს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. როგორც მისი ძმა, გიორგი წულაძე ამბობს, სასამართლომ მიიღო სულხან წულაძის ადვოკატების შუამდგომლობა აღმკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე, რასაც სახელმწიფო ბრალმდებელი არ შეწინააღმდგებია.

ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართეს, რაც ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ექსპერტიზამ შეამოწმა სულხან წულაძის სატელეფონო და კომპიუტერული ჩანაწერები და დადგინდა, რომ შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, რომ ”თბილისის ფორუმის” ერთ-ერთი მომხმარებელი სულხან წულაძე ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარუდგინეს, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

იტვირთბა....