ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში მასშტაბური გარბენის ქართული ნაწილი დაიწყო

ცოტა ხნის წინ კახეთში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენის ქართული ნაწილი დაიწყო. მარათონი ლოპოტის გადასახვევიდან დაიწყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს ჩართულობა საქართველოსთვის რეკორდულად მაღალია.

მარათონზე იმყოფება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

“სარეკორდო რაოდენობა იღებს მონაწილეობას. ეს რა თქმა უნდა სპორტის პროპაგანდაა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ სპორტთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან ერთად საქველმოქმედო აქცია და ეს კიდევ უფრო ორმაგად დასაფასებელია,“ – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

იტვირთბა....