ეს დიეტა სწრაფი შედეგებით ხასიათდება. ორი კვირის შემდეგ თქვენ ნადვილად გაგაოცებთ სასწორი.
ორი კვირის განმავლობაში რაციონიდან თითქმის უნდა ამოიღოთ ცხიმი, შაქარი და მარილი, ხოლო პური საერთოდ უარყოთ. კარგია თუ მენიუს ზღვის პროდუქტებით დატვირთავთ.
1 დღე:
სადილი- პომიდორი, ქათმის 1 კვერცხი, 1 ჭიქა ყავა ან მწვანე ჩაი.
ვახშამი- კომბოსტოს ან კიტრის სალათი, ქათმის 1 კვერცხი, ნახევარი გრეიფუტი.
2 დღე:
სადილი- 1 გრეიფუტი, ქათმის 1 კვერცხი, ყავა ან მწვანე ჩაი.
ვახშამი- 200 გრამი, მოხარშული, ნაკლებცხიმიანი საქონლის ხორცი, კიტრი, ყავა ან მწვანე ჩაი.
3 დღე:
სადილი- პომიდორი, კომბოსტოს ან კიტრის სალათა, 1 კვერცხი, მწვანე ჩაი ან ყავა.
ვახშამი- უცხიმო , მოხარშული საქონლის ხორცი, კიტრი, ყავა ან ჩაი.
4 დღე:
სადილი- კომბოსტოს ან კიტრის სალათა, ნახევარი გრეიფრუტი, ყავა ან ჩაი.
ვახშამი- 1 კვერცხი, 200 გრამი უცხიმო ხაჭო, ყავა ან ჩაი
5 დღე:
სადილი-1 კვერცხი, კიტრის ან კომბოსტოს სალათა, ჩაი ან ყავა.
ვახშამი- 200 გრამი საქონლის მოხარშული ხორცი, კომბოსტოს ან კიტრის სალათა, ყავა ან ჩაი.
6 დღე:
სადილი- ხილის სალათა, ( ვაშლი, ფორთოხალი და გრეიფუტი).
ვახშამი- 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, კომბოსტო ან კიტრის სალათა, ყავა ან ჩაი.
7 დღე:
სადილი- 200 გრამი მიხარშული ქათმის ხორცი, კომბოსტოს ან კიტრის სალათა, გრეიფრუტი ან ფორთოხალი 1 ცალი, ყავა ან ჩაი.
ვახშამი- ხილის სალათა (ვაშლი, ფორთოხალი და გრეიფუტი),
ერთი კვირის მერე მენიუს ისევ თავიდან იმეორებთ.
დიეტის დროს აკრძალულია ფიზიკური დატვირთვა (ვარჯიში, სირბილი და ა.შ). დიეტის შემდეგ წონა ორმაგად რომ არ დაგიბრუნდეთ, ნელ-ნელა გადადით ჩვეულ კვებაზე, ხოლო მაქსიმალურად შეამცირეთ ცომეული, ტკბილეული და შემწვარი საკვები.

