ჯანდაცვა

მსოფლიო ვარსკვლავების რჩეული 10 დიეტა

10- ბიონსე

 

წარმოიდგინეთ, რომ 10 დღე არაფერი უნდა ჭამოთ და დილით და საღამოს დალიოთ მხოლოდ კოქტეილი, რომელიც მზადდება: ლიმნის წვენის, ნეკერჩხლის სიროფის, კაიენის წიწაკისა და წყლისგან. ამ დიეტას მიმართა ბიონსემ, როდესაც “ოცნების გოგოში” ითამაშა და სწრაფად წონაში დაკლება დასჭირდა, მაგრამ თავად ვარსკვლავი არავის ურჩევს იმავე დიეტის დაცვას, რადგან ის ჯამრთელობისთვის მავნებელია.

 

 

 

9- გვინეტ პელტროუ

 

უმრავლესობა ამ დიეტის ასოცირებას გვინეტ პელტროუსთან ახდენს, რადგან სწორედ მან შემოიტანა მოდაში ორგანული დიეტები. მსახიობი ნამდვილი ჩემპიონია ამგვარი ექსტრემალური რაციონის შემუშავებასა და დაცვაში. კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ საკვები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ნებისმიერი გადამუშავებული პრდოუქტი და ვიკვებოთ მხოლოდ ორგანული საკვებით. საჭმელი დამუშავებული უნდა იყოს ყველაზე ბუნებრივი მეთოდით. პელტროუ უარს ამბობს ხორცზეც.

 

 

 

8- დემი მური და მადონა

 

წონაში დაკლების ეს მეთოდი, ცოტა ჯადოქრულად ჟღერს. მას მადონა და დემი მური იცავენ. დიეტა აგებულია მთვარის კალენდარზე. მისი მიმდევრები ახალმთვარეობამდე 24 საათის განმავლობაში მხოლოდ წვენს ან წყალს იღებენ. დიეტის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მთვარის გრავიტაცია იზიდავს წყალს და ეს დადებითად აისახება ჩვენს წონაზე. დაუჯერებელია, მაგრამ პოპის დედოფალს ამის სჯერა.

 

 

 

7- ადრიანა ლიმა

 

დიეტას ადრიანა ლიმაც იცავს. ის 9 დღის განმავლობაში იკვებება მხოლოდ ცილის შემცველი პროდუქტებით და თავს არიდებს ყველანაირი მყარი შემცველობის საკვებს. პოდიუმზე გასვლამდე 20 საათით ადრე კი საერთოდ წყვეტს კვებას.

 

 

6- კრისტინა აგილერა

 

ამბობენ, რომ ამ დიეტას კრისტინა აგილერა იცავს. ის ისეთივე გიჟურ პრინციპს ემყარება, როგორი სახელიც აქვს. თქვენ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფერის საკვებით უნდა იკვებოთ და ეს ფერები კვირის შვიდ დღეზე გადაანაწილოთ. მაგალითად ორშაბათს მიირთმევთ მხოლოდ წითელ საკვებს, სამშაბათს თეთრს და ა.შ.

 

 

5- ლიზ უიზერსპუნი, ჯენიფერ ენისტონი და გვინეტ პელტროუ

 

ამ დიეტასთან დაკავშირებულები იყვნენ ლიზ უიზერსპუნი, ჯენიფერ ენისტონი და გვინეტ პელტროუ. ეს დიეტა შექმნა ცნობილმა ტრენერმა ტრეისი ანდერსონმა, რომლის მიხედვითაც მთელი დღის განმავლობაში მიირთმევთ მხოლოდ 14 ქილა ბავშვის საკვებს და მხოლოდ საღამოს იკვებებით სრულფასოვნად. მაგრამ ამ დიეტის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ის არ შეიცავს იმ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, რაც ზრდასრულ ადამიანს სჭირდება.

 

 

4- ტეილორ სვიფტი

 

ტეილორ სვიფტი და მისი მეგობარი ჯეიმი კინგი ყველაფერს ერთად აკეთებენ და ამ დიეტასაც ერთად იცავენ. ეს არის ბარდის კოქტეილის დიეტა, რომლის ორი პორციაც დღეში გამარაგებთ უზომოდ ბევრი პროტეინებით და გიმკვრივებთ კუნთებს.

 

 

3- მერლინ მონრო

 

50-იანების დასაწყისში მერლინ მონრო უმშვენიერი და უსექსუალურესი სხეულის მფლობელად მიიჩნეოდა, თუმცა დიეტებს ისიც იცავდა. დილით მიირთმევდა რძესა და მოხარშულ კვერცხს. ლანჩს ტოვებდა და საღამოს იკვებებოდა შემწვარი სტეიკით ან თირკმლით და სტაფილოთი. ამას, რა თქმა უნდა, მოსდევდა ნაყინი. როგორც ჩანს მონრო სხეულის პროტეინებით მომარაგებას ცდილბოდა.

 

 

 

2- ეშტონ კაჩერი

ხილის დიეტა. ამ დიეტის კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ საკვები, რომელსაც მიირთმევთ 75 % ხილისგან უნდა შედგებოდეს. მას ეშტონ კაჩერი მიმართავდა სტივ ჯობსზე მუშაობის დროს, მაგრამ მსახიობი ერთი თვის შიმშილობის შემდეგ პანკრეასის პრობლემით საავადმყოფოში მოხვდა. ამიტომაც თქვენც ნუ დაუჯერებთ და თუ დიეტას მაინც გამოცდით, შეეცადეთ, მას მხოლოდ მცირე ხნით მისდიოთ.

 

 

1-ვიქტორია ბეკჰემი და კეიტ ჰადსონი

 

ამ ქალბატონების დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი იკვებებიან მხოლოდ ბოსტნეულით. ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები პური, შაქარი და პროტეინები მიიღონ. ეს საკმაოდ მკაცრი დიეტაა და მისი გამოყენების შემთხვევაში, თავს მთელი დღე სუსტად იგრძნობთ, რადგან არ იღებთ სხეულისთვის საჭირო პროტეინებს.

 

წყარო: allmovies.ge

იტვირთბა....