ახალი ამბები მთავარი

როგორი ამინდებია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

საქართველოს მასშტაბით 6, 7 და 8 მაისს წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, 6 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და 7–8 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა იქნება 17-22 გრადუსის ფარგლებში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ასევე ცალკეულ მდინარეებზე აღინიშნოს წყლის დონის მატება.

იტვირთბა....