საზოგადოება

“ბერა, მანქანა მიყიდე”, “ბერა, ფული მაჩუქე”: რას წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე

 

თუ გინდა დღევანდელი ქართველობის მენტალიტეტი შეიცნო, ბერა ივანიშვილის გვერდზე უნდა შეხვიდე. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია წერს:

„ ლიქნა, ხოტბა-დიდება, “ბერა, მანქანა მიყიდე”, “ბერა, ფული მაჩუქე” და ა.შ. პერიოდულად შეზავებულია ბინძური სიძულვილის გამომხატველი პასაჟებით… კარგა ხანს ვათვალიერე და ვერსად ვნახე ბუნებრივი, ჩვეულებრივი დამოკიდებულება ამ ახალგაზრდას მიმართ!

გამორჩენასა და სიძულვილს შორის მოფრიალე – აი, ესაა დღეს ჩვენი დახასიათება… არ მინდა ერთი ადამიანის ფეისბუქით დასკვნა გამოვიტანო, მაგრამ განა საიდუმლოა, რომ ცხოვრებაშიც ასეა? მით უფრო, რომ თავად ეს ყველაფერი ათწლეულების წინ მაქვს გამოცდილი…“ – წერს ცოტნე გამსახურდია.

იტვირთბა....