აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანული მედიის ცნობით, გასულ ღამეს, ირანში აშშ-ის დარტყმების შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა

გასულ ღამეს, ირანში აშშ-ის ბოლო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირები აშშ-ის მიერ ქვეყნის სამხრეთში ხიდებზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლნენ.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-მა, სულ მცირე, ორ ირანულ ხიდს დაარტყა. თავდასხმის შედეგად ცხრა პირი დაიჭრა.

გასულ ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა კატარში. კატარის ხელისუფლების განცხადებით, დოჰას მიმართულებით რაკეტები ირანიდან გაუშვეს. მათივე თქმით, თავდაცვის ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს.

მოგვიანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უსაფრთხოების საფრთხე აღარ არსებობს.

ცნობისთვის, გასულ ღამეს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ძალებმა ირანზე იერიში განაახლეს. მათივე თქმით, დარტყმები მიზნად ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს.

იტვირთბა....