აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ქუვეითზე, კატარსა და ბაჰრეინზე რაკეტებითა და დრონებით შეტევა განხორციელდა

სპარსეთის ყურის ქვეყნები თავდასხმის ქვეშ იმყოფებიან, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო შეტევა მოიგერია.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, ირანის თავდასხმის შედეგად ბავშვი დაიჭრა. სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით დაშავდა. ირანს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.

ქუვეითის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტებსა და დრონებს იგერიებდა.

სირენები ამოქმედდა ბაჰრეინში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.

იტვირთბა....