აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის საზღვაო ქვეითები ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს ერთ-ერთ გემზე ავიდნენ

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის საზღვაო ქვეითები ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს ერთ-ერთ გემზე ავიდნენ.

მათივე ცნობით, მე-11 საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფმა ომანის გემზე შემოწმების მიზნით ავიდა.

„აშშ-ის საზღვაო ქვეითები მე-11 საექსპედიციო დანაყოფიდან 16 ივლისს ომანის ყურეში M/T Wen Yao-ს ბორტზე ვერიფიკაციის შემოწმებას ატარებენ. დღეის მდგომარეობით, ამერიკულმა ძალებმა სამი კომერციული გემი გადაამისამართეს, რომლებიც ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ, გაანეიტრალეს ერთი, რომელიც არ დაემორჩილა მოთხოვნებს და ერთი გემი აიყვანეს, რათა საზღვაო ბლოკადის სრული დაცვა უზრუნვველეყოთ. ჰორმუზის სრუტე და მიმდებარე წყლები თავისუფალი და ღია რჩება, გარდა იმ გემებისა, რომლებიც ცდილობენ ამერიკის ფოლადის კედლის ბლოკადის დარღვევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....