aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

მოსკოვში ნაციონალური სააგენტოს ჟურნალისტი მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

მოსკოვში ახალი ამბების ნაციონალური სააგენტოს რედაქტორი, ალექსანდრე რუბცოვი მოკლეს. 35 წლის ჟურნალისტის ცხედარი მისმა დედამ 3 მაისს რუბცოვის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინა.

ჟურნალისტი სასტიკად იყო ნაწამები. მას კისრისა და ზურგის არეში ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. სახლიდან ძვირფასი ნივთებია წაღებული. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი ალექსანდრე რუბცოვის ნაცნობი იყო.

ჟურნალისტი ეჭვმიტანილთან ერთად სათვალთვალო კამერამ მაშინ დააფიქსირა, როდესაც ისინი რუბცოვის სახლის სადარბაზოში შედიოდნენ. სამართალდამცველები მისი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.

იტვირთბა....