აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში, ქალაქ ფონტენბლოს მიმდებარედ გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს

საფრანგეთში, ქალაქ ფონტენბლოს მიმდებარედ გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის ახალგაზრდაა. დაკავებისას მას სანთებელა აღმოაჩნდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვარაუდით, ტყის ხანძარი განზრახ გააჩინეს. მათი თქმით, ამაზე მეტყველებს 1000-მეტრიან პერიმეტრში აღმოჩენილი ათამდე ცეცხლის კერა.

მთელი საფრანგეთის მასშტაბით, განზრახ ან შემთხვევით ცეცხლის წაკიდების ბრალდებით, 59 ადამიანი დააკავეს, მათგან შვიდს პატიმრობა შეუფარდეს.

ცნობისთვის, ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 600 მეხანძრე მუშაობს. 12 ივლისს ფონტენბლოს მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, დაახლოებით 1000 ადგილობრივისა და ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.

იტვირთბა....