ჩინეთი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს, აღადგინონ უსაფრთხო მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, მას შემდეგ, რაც ორ მხარეს შორის დაპირისპირება ხელახლა გამწვავდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ეს სტრატეგიული სრუტე, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ნორმალური და უსაფრთხო მიმოსვლის აღდგენა სრუტეში, რაც შეიძლება მალე, საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო მისწრაფებაა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა.
მისი თქმით, პეკინმა უნდა გააგრძელოს უწყვეტი მცდელობები, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

