იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში აბჰას საერთაშორისო აეროპორტი ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს.
დაჯგუფების წარმომადგენელმა, იაჰია სარიმ აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა საუდის არაბეთის მიერ სანას საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული აგრესიის პასუხია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანას აეროპორტში დასაფრენი ზოლი დაიბომბა, რათა ირანულ თვითმფრინავს დაშვება ვერ შეძლებოდა. „ჰუსიტებმა“ აღნიშნულ ქმედებაში საუდის არაბეთი დაადანაშაულეს.
ამასთან, მოქალაქეები დედაქალაქ სანას ქუჩაში დროშებითა და შეძახილებით გამოვიდნენ. აქციის მონაწილეებმა მომხდარი „აშკარა და უსამართლო აგრესიულ აქტად“ შეაფასეს.

