აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მეხანძრეები პარიზის მახლობლად მდებარე ფონტენბლოს ტყეში ხანძარს ებრძვიან – Reuters

მეხანძრეები პარიზის მახლობლად მდებარე ფონტენბლოს ტყეში ხანძარს ებრძვიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფონტენბლოს ისტორიულ ტყეში ხანძარი უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს.

პოლიციამ ხანძრის გაჩენის ბრალდებით, სულ მცირე, ორი ადამიანი დააკავა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ ხანძარი კონტროლს არ ექვემდებარება და ფონტენბლოს სასახლიდან რამდენიმე კილომეტრშია გავრცელებული.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ფონტენბლოს ტყეში ხანძრისა და კიდევ ერთი ხანძრის კერის შედეგად 1300 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

მისი თქმით, საფრანგეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით უკვე 59 ადამიანი დააკავეს.

ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთშიც, სადაც ალმერიის პროვინციაში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....