ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ ჰორმუზის სრუტეზე გამავალი ტვირთისთვის საფასურს დააწესებს.
არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ დონალდ ტრამპი „აბსოლუტურად მართალია“, ვინც სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხო ნავიგაციას უზრუნველყოფს, სწორედ მან უნდა მიიღოს ამის სანაცვლოდ კომპენსაცია.
თუმცა, მისივე თქმით, სწორედ ირანი იყო ისტორიულად სრუტის ნამდვილი „მცველი“ და ასეთად დარჩება სამუდამოდ.
„20 პროცენტი, რა თქმა უნდა, მეტისმეტია. ჩვენ სამართლიანები ვიქნებით“, – აღნიშნა არაღჩიმ.

