ირანმა ბაჰრეინის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას CNN-ი ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სირენა ჩაირთო. მოქალაქეებსა და მცხოვრებლებს მოუწოდებენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გაემართონ უახლოეს უსაფრთხო ადგილას“, – განაცხადა ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, რაკეტებითა და დრონებით დარტყმის შედეგად „მიზანში ამოიღეს და გაანადგურეს იარაღის რამდენიმე საწყობი, სატელიტური კომუნიკაციების ცენტრი და შენობა, სადაც ბაჰრეინის ჯუფაირის ბაზაზე აშშ-ის ძალები იყო განთავსებული“.
CNN-ი განმარტავს, რომ აშშ-სა და ისრაელთან ომის განმავლობაში ირანი რეგულარულად აცხადებს, რომ აშშ-ის ბაზებზე არსებული ობიექტები გაანადგურა, მაგრამ ხშირად ეს განცხადებები მტკიცებულებებით არ დასტურდება.

