რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედია განმარტავს, რომ “გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკში. აფეთქებების შემდეგ აეროპორტის მახლობლად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

