აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ეტაპი განახორციელა.
„ხუთსაათიანი მისიის განმავლობაში აშშ-ის ძალებმა წარმატებით დაარტყეს სამხედრო სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბუშეჰრში, ჩაჰ-ბაჰარში, ჯასკში, კონარაკში, აბუ მუსასა და ბანდარ-აბასში, რათა კიდევ უფრო შეეზღუდათ ირანის შესაძლებლობა, თავდასხმები განახორციელოს კომერციულ საზღვაო გადაზიდვებზე,“ – დაწერა CENTCOM-მა X-ზე.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ის ძალებმა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები გამოიყენეს ირანის სანაპირო თავდაცვის სისტემების, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პოზიციებისა და საზღვაო შესაძლებლობების წინააღმდეგ.“

