აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

აშშ ირანის წინააღმდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, დამატებით დარტყმებს ახორციელებს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, მთავარსარდლის მითითებით. ირანის წინააღმდეგ დარტყმები დაიწყო, რაც ზედიზედ მესამე ღამეა ხორციელდება“, – აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

მათი განმარტებით, ეს დარტყმები კვლავაც მძიმე ზარალს მიაყენებს ირანის ძალებს და შეამცირებს მათ შესაძლებლობას, „თავს დაესხან უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას და კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში“.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ ირანის სამხედრო აქტივებს, მათ შორის სანაპირო სათვალთვალო სისტემებს, დრონებსა და რაკეტებს ესხმის თავს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ს სამიზნეს წარმოადგენს ირანის სამხედრო აქტივები, მათ შორის სანაპირო სათვალთვალო სისტემები, დრონები და რაკეტები.

იტვირთბა....