აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მსურველთა კოალიციის” მონაწილეები შემდეგი შეხვედრის უკრაინაში ჩატარებაზე შეთანხმდნენ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა უკრაინაში გაიმართება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ 13 ივლისის შეხვედრას 40 მონაწილე შეუერთდა, მათ შორის მოლდოვა. შეხვედრის დროს ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის ზამთრისთვის მომზადების საკითხი განიხილეს.

„შევთანხმდით, რომ „მსურველთა კოალიციის“ შემდეგი შეხვედრა უკრაინაში გაიმართება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ათი ევროპული ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები „ანტიბალისტიკური კოალიციის“ შექმნაზე შეთანხმდნენ. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს.

იტვირთბა....