ევროკავშირმა რუსული კომპანია VК [წარსულში – Mail.ru Group] წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესდა შვილობილი კომპანია „მაქს“ მესენჯერის FSB-ს კონტროლით შექმნისა და მასობრივი თვალთვალის შესაძლებლობების გამო.
ზომები მიზნად ისახავს კრემლის რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერაში კომპანიის როლის შეზღუდვას.
„მრავალი ექსპერტის აზრით, აპლიკაცია “მაქსს” გააჩნია თვალთვალის ფართო შესაძლებლობები. VK უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისთვის” – აღნიშნავენ ევროკავშირში.

