აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინა დღეს პარიზის შეხვედრაზე ანტიბალისტურ პროგრამას წარადგენს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს პარიზში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე უკრაინა ახალ ანტიბალისტიკურ პროგრამას წარადგენს.

„საფრანგეთი – დღეს აქ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელსაც უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობების გახსნა შეუძლია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვაა. პარტნიორებს წარვუდგენთ ჩვენს ანტიბალისტიკურ პროგრამას და პირველად ჩავატარებთ შეხვედრას ლიდერების, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებისა და იმ ქვეყნების თავდაცვის კომპანიების დონეზე, რომლებსაც ახალი ანტიბალისტიკური სისტემის მშენებლობაში კონკრეტული წვლილის შეტანა შეუძლიათ“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განცხადებით, ის დღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში.

„მადლობას გადავუხდით საფრანგეთს ისტორიული მხარდაჭერისთვის და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის – ბასტილიის დღის აღსანიშნავ აღლუმში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....