მთლიანობაში, ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი, გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები, ზრდა არის დაახლოებით 8%-ი და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა.
„მთლიანობაში ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები და ზრდა არის დაახლოებით 8% და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, მაღალი ტემპის შენარჩუნება და ამ კუთხით იცით, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მუშაობს და ძალისხმევას არ იშურებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

