საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტის, „მტკვარის“ მებაჟე ოფიცერი პაატა ირემაძე.
გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, დიდი რაოდენობით ვეტერინარული მედიკამენტების ფარულად, უკანონოდ შემოტანაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა გარკვეული თანხა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.