ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
თეირანის მოთხოვნით, ვანგ ისა და აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ვანგ იმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ მოლაპარაკება ირანელი ერისა და მისი ხალხის ინტერესებშია და ასევე შეესაბამება საერთაშორისო საზოგადოების საერთო სურვილს.
„ყველა მხარემ უნდა გამოიყენოს ყოველი შესაძლებლობა და სამშვიდობო ფანჯარა და რაც შეიძლება მალე დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები“, – განაცხადა ვანგ იმ.

