მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთში 31 თითის მქონე ბავშვი დაიბადა

ჩინეთში დაბადებულ 4 თვის ბავშვს 15 ხელის და 16 ფეხის თითი აქვს. ბავშვი იანვარში დაიბადა.

CNN-ის ცნობით, ექიმებმა ბავშვს პოლიდაქტილიზმი დაუდგინეს, აღნიშნული დაავადება ადამიანებში, კატებსა და ძაღლებში მრავალკიდურიანობას წარმოშობს. ბავშვის დაავედება სავარაუდოდ გენეტიკურია, რადგან დედაც პოლიდაქტილიზმიაა დაავადებული.

მშობლები იმედოვნებენ, რომ საკმარის თანხას ამოგროვებენ ბავშვის საოპერაციოდ, თუმცა, როგორც ექიმები განმარტავენ, ბავშვს ჩვეულებრივი ოპერაცია არ უშველის, მისთვის კიდურების ხელახალი ტრანსფორმირებაა საჭირო. ოჯახს ოპერაციისთვის დაახლოებით 30 000 დოლარის სჭირდება.

ჩინეთი2ჩინეთი1

იტვირთბა....