მოსკოვის ოლქს უკრაინა დრონებით უტევს – ხანძარია კრასნოზავოდსკის რაიონში. ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება.
მანამდე მოსკოვის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „გუშინ საღამოდან დღეს დილის 6 საათამდე მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430-ზე მეტი დრონი მოფრინავდა, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებზე გაანეიტრალეს. მოსკოვთან მიახლოებისას მტრის 36 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“.

