ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 3 535-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სტიქიიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, თითქმის 18 ათასი ადამიანი კვლავ უსახლკაროდ რჩება.
ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარის ხორხე როდრიგესის განცხადებით, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 16 740 ადამიანი დაშავდა, ხოლო 17 854-მა საცხოვრებელი დაკარგა.
დამანგრეველი მიწისძვრა ვენესუელაში 24 ივნისს მოხდა. ჯერ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ – 7.5 მაგნიტუდის. ბიძგებმა დედაქალაქი კარაკასი და ყველაზე მეტად დაზარალებული სანაპირო რეგიონი – ლა-გუაირა დააზარალა.
ვენესუელის სოციალური განვითარების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის კარაკასსა და ლა-გუაირაში გახსნილ 80 დროებით თავშესაფარში სულ მცირე 12 800 ადამიანი იმყოფება.

