აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე, წუხელ ღამით, დრონით 400-ზე მეტი იერიში განხორციელდა

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე 430 დრონით შეტევა განხორციელდა.

„საღამოდან დილის 6 საათამდე მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430-ზე მეტი დრონი მოფრინავდა, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებზე გაანეიტრალეს. მოსკოვთან მიახლოებისას მტრის 36 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, – წერს სობიანინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 6 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავსა და ლენინგრადის ოლქს შეუტიეს. მათ შორის სამიზნე იყო რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბალტიის ზღვაზე მდებარე ნავთობის საექსპორტო პორტები.

იტვირთბა....