ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხელვაჩაურში 14 წლის გარდაცვლილი ბიჭის მშობლებმა გზა გადაკეტეს

გვიან ღამით ხელვაჩაურში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ერთი თვის წინ 14 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვდნენ. დაღუპულის ოჯახის წევრების განცხადებთ მოზარდი სამმა ახალგაზრდამ მოკლა, ისინი მათ დასჯას ითხოვენ.

დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საპატრულო პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა. შეკრებილებს აჭარის სამმართველოს უფროსი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთი თვის წინ მოხდა. 14 წლის ბავშვი მშობლებმა სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რომლის გადაკვალიფიცირებასაც ოჯახის წევრები ითხოვენ.

 

იტვირთბა....