თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანმა მოკლული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესიაში მონაწილეობა მიიღო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ დრონით გადაღებულ კადრებში ასახულია ათიათასობით ადამიანი. მოკლული ლიდერისა და მისი ოჯახის ოთხი წევრის კუბოებს დიდი სატვირთო მანქანით ქუჩებში მიასვენებდნენ, მსვლელობის მონაწილეების გასაგრილებლად კი კი სახანძრო შლანგებით წყალს ასხურებდნენ.
კადრებში ასევე ჩანს, რომ მსვლელობის მონაწილეები ქვებს ესროდნენ ხიდზე ჩამოკიდებულ ბილბორდს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია გამოსახული, თავში დამიზნებული ტყვიით და წარწერით : „აშშ-მ ჩვენი მამა მოკლა. არ გაგიშვებთ!“.
პროცესიის მონაწილეები ირანის დროშებსა და წითელ ბანერებს აფრიალებდნენ, რომლებზეც დატანილი იყო მოწოდებები ხამენეის მკვლელობისთვის შურისმაძიებლებისადმი.

