აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დღეს მოლაპარაკებების სერიას გავმართავ ჩემს კოლეგებთან – იმ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, რომლებსაც Patriot-ის რაკეტები საწყობებში აქვთ” – მიხაილო ფედოროვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი განცხადებას ავრცელებს:

“წუხელ რუსეთმა კვლავ განახორციელა მასირებული კომბინირებული თავდასხმა უკრაინაზე. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს თითქმის ყველა ფრთოსანი რაკეტა და „შაჰიდის“ ტიპის დრონების 90%-ზე მეტი. თუმცა, ბალისტიკურმა რაკეტებმა კვლავ დაარტყეს მშვიდობიან მოსახლეობას. ბრძოლის ველზე დასახული მიზნების მიღწევის უუნარობის გამო, მტერი სულ უფრო ხშირად მიმართავს ბალისტიკურ რაკეტებს საცხოვრებელი სახლებისკენ და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს.

რუსეთი შეგნებულად ზრდის ბალისტიკური თავდასხმების რაოდენობას და რაკეტებს ისეთი მასშტაბით იყენებს, როგორიც მანამდე არ ყოფილა, რისთვისაც Patriot-ის სისტემების რაკეტების მწვავე დეფიციტს იყენებს. მსოფლიოში ერთ თვეში იმაზე ნაკლები ასეთი რაკეტა იწარმოება, ვიდრე მტერი უკრაინის მიმართულებით უშვებს იმავე პერიოდში.

პრეზიდენტის მიერ ევროპელ ლიდერებთან გამართული საუბრების გასაგრძელებლად, დღეს მოლაპარაკებების სერიას გავმართავ ჩემს კოლეგებთან – იმ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, რომლებსაც Patriot-ის რაკეტები საწყობებში აქვთ.

ჩვენ უკვე დავდეთ კონტრაქტები და კვლავაც ვაგრძელებთ ხელშეკრულებების გაფორმებას Patriot-ის რაკეტებზე, რომელთა მოწოდებაც მომავალ წელს დაიწყება. ჩვენი მიმართვა პარტნიორებისადმი არის – გადმოგვცენ რაკეტები საკუთარი მარაგებიდან უკვე ახლავე, ხოლო მოგვიანებით მოახდინონ მათი ჩანაცვლება ჩვენი მომავალი მოწოდებების ხარჯზე.

პარტნიორებისთვის მარტივი გადაწყვეტილება – დროებით გამოყონ ეს რაკეტები საკუთარი საწყობებიდან – ჩვენი უამრავი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენს. დაუშვებელია, რომ ფრთხილი ბიუროკრატია ადამიანის სიცოცხლის დაცვის ბარიერად იქცეს.

ეს რაკეტები უკრაინას სწორედ ახლა სჭირდება – უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემაში. ჩვენი ამოცანაა – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ უკრაინა დამატებითი Patriot-ის რაკეტებით. ამაზეა დამოკიდებული უკრაინის ცის დაცვა და ჩვენი ხალხის სიცოცხლე” – ნათქვამია ფედოროვის განცხადებაში/

იტვირთბა....