აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხს ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ – გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას მანამ, სანამ რუსეთი სისხლისღვრას არ დაასრულებს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა. ამ საკითხს მიმდინარე კვირაში ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ჰაერიდან და დედაქალაქზე 400-ზე მეტი დრონითა და რაკეტით თავდასხმა განახორციელა.

„უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა. ამ საკითხს მიმდინარე კვირაში ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ. გასულ კვირას გამოვყავით პირველი 4 მილიარდი ევრო 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მოწინავე დრონების ტექნოლოგიით გასაძლიერებლად. მალე კიდევ უფრო მეტი იქნება. და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში 21-ე სანქციების პაკეტზე შეთანხმებას მივაღწიოთ. გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას მანამ, სანამ რუსეთი სისხლისღვრას არ დაასრულებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

იტვირთბა....