აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ანკარაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ანკარაში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების შეკრების წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა, რომლის დროსაც 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აქცია თურქეთის კომუნისტური პარტიის (TKP) მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც „როიტერი“ წერს, დემონსტრაციები გაიმართა როგორც ანკარაში, ისე სტამბოლშიც. მედიის ცნობით, აქტივისტები ქვეყანაში ნატო-ს სამიტის ჩატარებას აპროტესტებდნენ და ალიანსს „მკვლელს“ უწოდებდნენ.

ამასთან, ანკარაში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ხოლო სტამბოლში გამართული აქცია შედარებით მშვიდობიანად წარიმართა.

ცნობისთვის, 7-8 ივლისს ანკარაში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერი დაესწრება. შეხვედრის წინ თურქეთის ხელისუფლებამ ანკარაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, აკრძალა დემონსტრაციები და ქალაქის დიდ ნაწილში ბარიკადები აღმართა.

იტვირთბა....