რუსმა ჰაკერებმა ბრიტანეთის სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა მონაცემები მოიპარეს და დარკნეტში გასაყიდად 40 ათას გირვანქა-სტერლინგად გაიტანეს – The Telegraph-ის ინფორმაციით, მოპარულია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი მთავრობების თანამშრომელთა საიდენტიფიკაციო მონაცემები.
გამოცემა წერს, რომ ჰაკერული თავდასხმის შედეგად, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა კიბერუსაფრთხოების კომპანია Fortinet-ის მიერ მიწოდებული 80 000-ზე მეტი ქსელთაშორისი ეკრანი. მათივე ცნობით, ჰაკერებმა სისტემებში არსებული ხარვეზით ისარგებლეს და ადრე მოპარული მონაცემები იმ უსაფრთხოების პერიმეტრების გვერდის ავლისთვის გამოიყენეს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაცავადაა განკუთვნილი.

